11 X 11
სპორტული პორტალი

სანამ გალანძღავთ, წაიკითხეთ…

0
უკვე მეორე წელია, რაც ნაიკის ფორმები ბაზარზე რეტრო სტილს აბრუნებს. წინა სეზონში, ჩელსის, ტოტენჰემის, ინტერისა და სხვა გუნდების სამოსი ოთხმოცდაათიანების ატმოსფეროს ქმნიდნენ. ახლა, ამერიკულმა კომპანიამ, გადაწყვიტა რომ ფორმა კედების კულტურას დაუკავშიროს. “არისტოკრატების” (გნებავთ, “პენსიონერების”) ახალი ფორმა ლეგენდარული Air Max-ის რენესანსს წარმოადგენს. ეს კედები დახლებზე პირველად 1987 წელს გამოჩნდა. გასაკვირია, მაგრამ ასეთი მოდელის შექმნა, AIr Max-სს პირველად ნასას ფიზიკოსმა ფრენკ რუდიმ შესთავაზა. ხელმძღვანელობა ფიქრობდა, რომ ეს პროდუქტი ბაზარზე პოპულარობას ვერ მოიპოვებდა, როდესაც საქმეში ნაიკის ისტორიაში ყველაზე სახელოვანი დიზაინერი – ტინკერ ხეტფილდი ჩაერთო. მან კედებს ძირის ნაწილი მოაცილა, გამჭირვალე კაუჩუკი დაუმაგრა და ყველას გული მოიგო. ამრიგად, ჩელსის უნიფორმა ნაიკ აირ მაქს 180 გვაგონებს. შემქმნელები ამბობენ, რომ ეს გულშემატკივრებისთვის მოსაწონი იქნება, რადგან კედების ეს მოდელი ლონდონში პირველად ოთხმოცდაათიანებში გამოჩნდა… სერჟ გნაბრის ულვაშები სამოცდაათიანების ამერიკელების ულვაშებს თუ გვაგონებს (მაგ: ჯორჯ ფორმანი), ჩელსის ეს მოდელი 90-იანების ბრონქსიდანაა
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო