11 X 11
სპორტული პორტალი

ბარსას აუტანელი სიმსუბუქე

0 30

რონალდ კუმანი მოვიდა თუ არა, თქვა, რომ ლუის სუარესი მის გეგმებში არ შედის. ურუგვაელს კლუბების ძიება სულაც არ სჭირდება, მის კართან ისედაც ბევრი მსურველია. იუვენტუსის შესახებ დაიწერა, თუმცა, ეს ტრანსფერი ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

კუმანს მემფის დე პაისა და ჯორჯინიო ვეინალდუმის დამატება სურს. სისხლის ყივილია თუ არა, ეს არ ვიცი, მაგრამ ალკანტარას ბაიერნიდან წასვლა სურს და ბარსელონას მისი დაბრუნება რომ ეცადა, ეჭვი მაქვს, ესპანელი უარს არ იტყოდა. ტიაგოსა და ვეინალდუმს შორის კლასში ისეთი სხვაობაა, როგორც ინიესტასა და ჰენდერსონში. მემფისის ადგილი სად არის? ანსუ ფატი ბრწყინვალედ თამაშობს, კუმანის გათვლა თუ მომავალზეა, უნიჭიერესი ესპანელი აუცილებლად უნდა ათამაშოს. სუარესის წასვლა მემფისისთვის კონკურენციის შემსუბუქებას ხომ არ ემსახურება? ლუისიტომ ლა ლიგაში უფრო ნაკლები ითამაშა (1998 წუთი) და ბევრად შედეგიანი იყო, ვიდრე გრიზმანი (2549 წუთი). საერთოდაც, ურუგვაელს წუთები “პატარა პრინცის” გამო შეუმცირდა:

სუარესი – 16 გოლი და 8 პასი
გრიზმანი – 9 გოლი და 4 პასი

თუ სუარესის გაშვება გაახალგაზრდავებას ემსახურება, არც ფრანგია პატარა – ნახევარ წელიწადში 30-ის გახდება.

ბარსელონაში ზოგიერთი მხოლოდ პირად ინტერესებს ემსახურება: ბართომეუ, კუმანი, მესი… ვიღაცები თვითგადარჩენაზე ფიქრობენ. სუარესი მსოფლიოში დღესაც ერთერთი საუკეთესო ფორვარდია, მისი გრიზმანით გაახალგაზრდავება ვერ მოხდება, მემფისს კი დიდ კლუბში ჯერ არაფერი დაუმტკიცებია.

თუ ტიაგოსა და სუარესზე უარს ამბობ, ნიდერლანდებიდან რაიკაარდსა და ვან ბასტენს უნდა ელოდე.

ნეტავ ესენი ვან პერსისა და ვესლი სნეიდერის დონეს მაინც ქაჩავდნენ…

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო