11 X 11
სპორტული პორტალი

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებები დაზავდნენ

0 11

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრაში დინამო არენაზე ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლა. მატჩი საქართველოს ნაკრების უპირატესობით წარიმართა. ჩვენმა გუნდმა რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი შექმნა, თუმცა საბოლოოდ თამაში ფრედ – 1:1 დასრულდა.

ანგარიში მე-13 წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა გახსნა. საქართველოს ნაკრების შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიას წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა. სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება კონტრშეტევაზე შეძლეს, 33-ე წუთზე საკუთარი გუნდის სწრაფი იერიში შედეგიანი დარტყმით სტეფან რისტოვსკიმ დაასრულა. 64-ე წუთზე უხეში თამაშისთვის მსაჯმა მოედნიდან მაკედონიელთა ცენტრალური მცველი ვისარ მუსილუ გააძევა. დარჩენილ დროში ჩვენს გუნდს რამდენიმე რეალური მომენტი ჰქონდა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.

ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ გამართული შეხვედრით ჯაბა კანკავა გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ქვეყნის მთავარ გუნდს ყველაზე მეტ – 51 შეხვედრაში უკაპიტნა.
ამავე მატჩში ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა თბილისის “საბურთალოს” 21 წლის მცველმა ნიკა მალიმ.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო