11 X 11
სპორტული პორტალი

მაკგრეგორს სექსუალური ძალადობისათვის პატიმრობაღა აკლდა

0

 

 

ფრიად პოპულარულმა და სკანდალებით განთქმულმა UFC-ს მოჩხუბარმა კონორ მაკრეგორმა ამ მხრივ კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი. კორსიკაზე, სადაც თავის მეგობარ და ორი შვილის დედა დი  დევლინთან ერთად დასასვენებლად იმყოფებოდა, როგორ ჩანს კარგად შექეიფიანებულმა ბარში, ვიღაც ქალს შებმა მოუნდომა. იმან იუარა, რაც მოკრივემ იუკადრისა და ქალის ძალით დაუფლება მოინდომა… ამჯერადაც რომ არაფერი გამოუვიდა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ზუსტად ასე იყო თუ არა, ჯერ არ გარკვეულა. ყოველ შემთხვევაში კორსიკული პოლიციის ოფიციალური განცხადებით მაკგრეგორი დააკავეს, დაკითხეს და გაანთავისუფლეს, თუმცა გამოძიება გრძელდება და როგორ განვითარდება მოვლენები მალე შევიტყობთ.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო