პრემიერლიგის პირველ ტურში “ფულჰემთან” 3:0-ზე მოგებულ მატჩში “არსენალის” კარში არ იდგა ემელიანო მარტინესი. 28 წლის არგენტინელი მეკარე “ასტონ ვილაში” გადადის. ბირმინგემელებმა ლონდონელებს მასში 16 მილიონი ფუნტი შესთავაზეს და თანხმობაც მიიღეს. კონტრაქტი უახლოეს დღეებში გაფორმდება.