11 X 11
სპორტული პორტალი

იუვენტუსი: ვის გინდათ დუგლას კოსტა?

0 8

მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელ გარემარბს დუგლას კოსტას ძალიან არ უნდა “იუვენტუსიდან” წასვლა, ტურინული კლუბის შეფებს ყელში ამოუვიდათ მისი ხშირი ტრავმიანობა და ტრანსფერზე დააყენეს. აქამდე ვიცოდით, რომ კოსტათი მხოლოდ “მანჩესტერ იუნაიტედი გახლდათ დაინტერესებული და სხვებს საღერღელი მხოლოდ მაშინ თუ აეშლებათ, მათთვის მისაღები ფასი თუ ექნება. “იუვეს” სატრანსფერო თანხა საჯაროდ ჯერ არ განუცხადებიათ.

29 წლის დუგლას კოსტა ბიანკონერიში 2017 წელს მიუნხენის “ბაიერნიდან” ჯერ არენდით, შემდეგ კი სრულყოფილი კონტრაქტით გადავიდა. გასულ სეზონში კოსტამ იტალიის ჩემპიონატში 23 არასრულ მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო