11 X 11
სპორტული პორტალი

იუვეს და ინტერს მარსელო 8 მილიონი არ უღირთ

0 9

მადრიდის “რეალის” 32 წლის ბრაზილიელ მარცხენა მცველს მარსელოს სამეფო კლუბთან კონტრაქტი ორი წლის შემდეგ უთავდება, მაგრამ რადგან ბლანკოსის მთავარი  მწვრთნელი ზინედინ ზიდანი მას თადარიგში უპირებს გადაყვანას (ძირითადში ფრანგი  ფერლან მენდი განიხილება), მარსელოს კლუბის შეცვლა უნდა, რასაც “რეალიც” მხარს უჭერს.

ინტერესი მარსელოს მიმართ “იუვენტუსმა” და “ინტერმა” გამოთქვეს, მაგრამ იტალიელებს მისი წლიური 8 მილიონევროიანი ხელფასი ემწუთხათ, ფეხბურთელი კი ამასზე ნაკლებს არ თანხმდება. ისე, მარსელოსი რა მიდის, მინიმუმ ერთი სეზონი კი გაძლებს მარქაფაში და კუთვნილ ჯამაგირსაც ჩაიჯიბავს.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო