11 X 11
სპორტული პორტალი

მბაპე პსჟ-დან მიდის

0

The Times-ი ფეხბურთელთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ კილიან მბაპემ თავისი გადაწყვეტილება დატოვოს პსჟ პირადად განუცხადა კლუბის ხელმძღვანელობას. წასვლის მოტივად გამოცემას მიაჩნია ფეხბურთელს სურვილი სხვა ჩემპიონატში (პრემიერლიგა და ლა ლიგა) მოსინჯოს ძალა.

წესით და რიგით, კილიანის ამ სურვილს წინ დიდი წინააღმდეგობა არ უნდა შეხვდეს, რადგან მას პარიზულ კლუბთან ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდე აქვს დადებული, ამიტომ მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე საუბარი მის გაგრძელება-არგაგრძელებაზე უნდა დაიწყოს და მბაპემაც აქედანვე შეამზადა ნიადაგი. რამდენადაც ცნობილია, ესპანეთიდან მასზე თვალი  მადრიდის “რეალს”, ხოლო ინგლისიდან “მანჩესტერ სიტისა” და “ჩელსის” აქვთ დადგმული.

შეგახსენებთ, მბაპე პსჟ-მ ორი წლის წინათ “მონაკოდან” 145 მილიონ ევროდ იყიდა და პარიზული კლუბის პრეზიდენტს ნასერ ალ-ხელაიფის არაერთხელ განუცხადებია, რომ მბაპე შესაძლებლად დიდხანს მათთან ითამაშებს.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო