11 X 11
სპორტული პორტალი

ოქრიაშვილს ისევ გააქვს

0
კვიპროსის ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩში “ანორთოსისმა” და “ომონიამ” ფრედ, 1:1 ითამაშეს. ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. “ომონიას” სენეგალელმა თავდამსხმელმა სენემ ანგარიში მე-15 წუთზე გახსნა, საპასუხო გოლი კი თორნიკე ოქრიაშვილმა პენალტიდან ტაიმის ბოლო წუთზე გაიტანა. “ანორთოსის შემადგენლობაში გიორგი ლორიამ და ბუბა დაუშვილმა სრულად ითამაშეს, ოქრიაშვილი კი 83-ე წუთზე შეცვალეს. “ანორთოსისი” 7 ქულით სატურნირო ცხრილის ლიდერობას “აპოლონთან” იყოფს.  ეს გუნდები ერთმანეთს 20 სექტემბერს შეხვდებიან.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო