მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს ბელგიელ თავდამსხმელს ედენ აზარს, რომელმაც მძიმე ტრავმის შემდეგ ფიზიკური კონდიციები კი აღიდგინა, მაგრამ სათანადოდ ვერა და ვერ ათამაშდა, ფსიქოლოგიური დახმარება აღმოუჩინონ, რათა ახალი ტრავმის მიღების შიში დააძლევინონ. ამ საქმეს ჯერ გუნდის მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი და მისი თანაშემწეები იკისრებენ და თუ არაფერი გამოუვიდათ, შემდეგ საქმეში პროფესიონალ ფსიქოლოგს ჩართავენ. ისე, თავიდანვე, რომ სპეციალისტისთვის მიენდოთ, უკეთესი ხომ არ იქნებოდა?!
სხვა სიახლეები