11 X 11
სპორტული პორტალი

კავანი ბარსელონას: ლაუტაროს ვერ ყიდულობთ და აგერ ვარ

0
მიუხედავად იმისა, რომ სატრანსფერო ფასი ხელს არ აძლევთ, “ბარსელონა” არ ეშვება “ინტერიდან” 23 წლის არგენტინელი თავდამსხმელის ლაუტარო მარტინესის ყიდვის იდეას. ლომბარდიელებმა არც გარიგებაში რომელიმე ფეხბურთელის ჩართვის წინადადება მიიღეს კატალონიელთაგან. ჰოდა, ამ სიტუაციით სარგებლობა თავისუფალ აგენტად მყოფმა ედინსონ კავანიმ მოინდომა და “ბარსას” ბოსობას შეუთვალა, აგერ ვარ, უფასოდ შეგიძლიათ ამიყვანოთ და ხელფასზეც იოლად მოვრიგდებითო. ამას კი უნდა, მაგრამ ბლაუგრანას თუ აძლევს ხელს მართლაც ძალიან კარგი, მაგრამ 33 წლის ურუგვაელი თავდამსხმელის აყვანა?
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო