11 X 11
სპორტული პორტალი

ქვილითაია ხვალ ანორთოსისთან კონტრაქტს გააფორმებს

0

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია ხვალ კვიპროსში ჩავა, “ანორთოსისში” მედშემოწმებას გაივლის და ერთსეზონიან საიჯარო ხელშეკრულებას გაუფორმებენ.

მას “გენტთან” კონტრაქტი გაისად უმთავრდება და შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდება.

“ანორთოსისის” მწვრთნელმა თემურ ქეცბიამ გუნდიდან წასული ნიკა კაჭარავას შემცვლელად რამდენიმე კანდიდატურა შეარჩია და საბოლოოდ არჩევანი ქვილითაიაზე შეაჩერა.

ფამაგუსტურ გუნდში გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი და თორნიკე ოქრიაშვილი თამაშობენ.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო