11 X 11
სპორტული პორტალი

ლაუტარო მარტინესი რეალში გადავიდა

0

sport mediaset-ი დარწმუნებით იუწყება, რომ მილანის “ინტერი” და მადრიდის “რეალი” მორიგდნენ და არგენტინელი თავდამსხმელი ლაუტარო მარტინესი სამეფო კლუბში გადავა. ყველაფერი ამ ტრანსფერის თაობაზე მკაცრად გასაიდუმლოებული იყო, რადგან მილანელებს არ სურდათ ეს “ბარსელონას” შეეტყო, საიდანაც არტურო ვიდალის გადაყვანაზე ჰქონდათ მოლაპარაკება.

ამ გაყიდვით ნერიაძური დაფარავს “რეალიდან” 40 მილიონ ევროდ ნაყიდი მცველის აშრაფ ჰაკიმის ხარჯს, ერთწლიანი არენდით, შემდგომი გამოსყიდვის უფლებით აიყვანს თავდამსხმელ ლუკა იოვიჩს და 50 მილიონამდე ნაღდ ფულსაც აიღებს.

წყარო იმასაც ამბობს, რომ ლაუტარო “რეალში” წელიწადში მარტო ხელფასად 8 მილიონ ევროს მიიღებს. “ინტერში” მისი წლიური ჯამაგირი 5 მილიონი იყო. სხვათა შორის “ბარსელონა” ლაუტაროს 10 მილიონს სთავაზობდა.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო