11 X 11
სპორტული პორტალი

ლაუტაროზე რეალს ინტერისთვის არ მიუმართავსო

0
დიდის ამბით გვამცნეს ევროპულმა მედიასაშუალებებმა, რომ ლაუტარო მარტინესი “რეალში” ფაქტობრივად გადასულიაო, მაგრამ არ გაუვლია ორიოდე საათსაც და მილანის “ინტერთან” დაახლოებულმა და კარგად ინფორმირებულმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ უარყო, ნერიაძურის სამეფო კლუბისაგან ლაუტარო მარტინესის თაობაზე არავითარი შეთავაზება არ მიუღიაო. ისე ჩანს, ეს იწილო-ბიწილო უფრო “ბარსელონას” წაქეზებაა, რომელიც ლაუტაროში 120 მილიონი ევროს დაკლებაზე ეჩალიჩება “ინტერს”.
სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო