11 X 11
სპორტული პორტალი

ლუჩესკუს სკამმა ტრ..ი ატკინა?

0 10

ჩემპიონთა ლიგის “ალკმაართან” საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე კიევის დინამოს 75 წლის რუმინელი მწვრთნელი მირჩა ლუჩესკუ, მიუჯდა თუ არა მაგიდას, ისე მსწრაფლ წამოხტა, თითქოს ვიღაც ონავარმა სკამზე ჭიკარტი დაუდოო. მირჩამ სკამს ცხვირაბზეკით დახედა და ჟურნალისტებთან ზეზეულად დაიწყო საუბარი. შეფს ხათრი არც გუნდის კაპიტანმა სერგეი სიდორჩუკმა გაუტეხა და არც ის დაჯდა. ცოტა ხნის შემდეგ მწვრთნელმა სიდორჩუკს ხელით ანიშნა დაჯექიო და მერე თვითონაც უსიამოვნო გრიმასით დაბრძანდა.

რა ასეთი საშინელი სკამი დაუდგეს, რომ მასზე 15-ოდე წუთი ვერ გაძლებდა, ვერავინ გაარკვია. საერთოდ, კიევის “დინამოს” ფანებს და არც უკრაინის დედაქალაქელ მედიელებს რუმინელი გულზე არ ეხატებათ. მიზეზი კი ისაა, რომ ლუჩესკუ 12 წლის მანძილზე კიევის “დინამოს” “მოსისხლე მტრის” დონეცკის ‘შახტარის” თავკაცი გახლდათ.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო