11 X 11
სპორტული პორტალი

მაკგრეგორმა უცნობ ქალს პენისი უჩვენა

0

გაირკვა თუ რატომ დააპატიმრეს რამდენიმე დღის წინ კორსიკაზე დასასვენებლად მყოფი მოკრივე კონორ მაკგრეგორი. აქამდე ვიცოდით, რომ მას ქალზე სექსუალური ძალადობას აბრალებდნენ, მაგრამ ეს კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა, არ ამხელდნენ. საქმე მაინცდამაინც მძიმე არ მოჩანდა, რადგან მაშინ პოლიცია მას არ გაანთავისუფლებდა, თუმცა გამოძიება ახლაც გრძელდება.

გაირკვა რომ ბარში თავის მეგობარ ქალთან მყოფმა, კარგად შემთვრალმა მაკგრეგორმა ტუალეტში მიმავალ ვიღაც გათხოვილ ქალს თავისი პენისი გამომწვევად დაანახა და სკანდალიც ამას მოჰყვა. აქამდე ვიცოდით, რომ ეს შარიანი მოკრივე რინგს გარეთ უაზრო ჩხუბებში ერთვებოდა, მაგრამ ექსიბიონიცისაკენაც თუ იყო მიდრეკილი არაფერი გაგვეგონა.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო