11 X 11
სპორტული პორტალი

ნიუკასლი პრემიერლიგას უჩივის

0
საფეხბურთო კლუბ “ნიუკასლის” ყიდვა საუდის არაბეთის სახელმწიფო საინვესტიციო კომპანიას სურდა და ორმხრივი კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობდა. შესასყიდ ფასად 300 მილიონი ფუნტი იყო დასახელებული. საქმე თითქოს შეთანხმებამდე მიდიოდა,  როცა უეცრად მოლაპარაკება შეწყდა. ამაში “ნიუკასლის” პრეზიდენტი მაიკ ეშლი პრემიერლიგის ხელმძღვანელებს ადანაშაულებს და ჩივილი გადაწყვიტა. მან უკვე დაიქირავა ორი ადვოკატი და მალე სარჩელიც გაშანშალდება. შეიტყვეს რა ამის შესახებ, პრემიერლიგის შეფობამ ბრალდება უარყო, გარიგება ჩვენ არ დაგვიბლოკავსო. რა და როგორ იყო ამას სასამართლო გაარკვევს, რაღა თქმა უნდა, თუ საქმე განსახილველად მიიღო.
სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო