11 X 11
სპორტული პორტალი

სიტი ხიმენესში 94 მილიონს ჩამოდის

0 11

მადრიდის “ატლეტიკოს” 25 წლის ურუგვაელი ცენტრალური მცველის ხოსე ხიმენესის, რომელიც 7 სეზონია იქ თამაშობს, გამოსასყიდი ფასი კონტრაქტის მიხედვით 120 მილიონი ევროა და ამდენი არა, მაგრამ მასთან მიახლოებული 89 მილიონი ევრო, პლუს ბონუსებად 5 მილიონი, “მანჩესტერ სიტიმ” ოფიციალურად შესთავაზა როხიბლანკოს. რაც შეეხება ფეხბურთელის გასამრჯელოს, არ ამხელენ, მაგრამ ბევრად მეტი იქნება, ვიდრე ახლა იღებს და რა გასაკვირია, ხოსეც მოიხიბლა ამ წინადადებით.

ხოსე კი მოიხიბლა, მაგრამ “ატლეტიკოს” თავკაცი დიეგო სიმეონე  არა და ჩოლო შეეცდება კლუბის ხელმძღვანელობა და ფეხბურთელი დაარწმუნოს ამ წინადადებაზე უარი თქვან. გამოუვა კი?..

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო