11 X 11
სპორტული პორტალი

ტუხელისა და ვილაშ ბოაშის ურთიერთგინება

0

საფრანგეთის ჩემპიონატის მესამე ტურის სკანდალურ მატჩში, რომელშიც “მარსელმა” მინიმალური ანგარიშით დაამარცხა პსჟ, ფეხბურთელების ჩხუბებთან ერთად არც მწვრთნელებმა დააკლეს ხელი ერთმანეთს, თუმცა მუშტი-კრივამდე არ მისულან და გინებებით “დაკმაყოფილდნენ”.

ამის თაობაზე ზღვისპირელთა პორტუგალიელმა თავკაცმა ანდრე ვილაშ ბოაშმა ილაპარაკა: რა გასაკვირია, ნერვები ვერც მე და ვერც ჩემმა კოლეგამ ვერ მოვთოკეთ და პერიოდულად ჩვენი ზონებიდან ერთმანეთს გინებებით ვამკობდით, თუმცა ზღვარს არ გადავდიოდით. რას ვიზამთ, ყოველთვის თავს ვერ შეიკავებ და მართალია, ეს კარგად არ გამოიყურებოდა, მაგრამ რაც მოხდა, მოხდა. მე პატივს ვცემ ტომას ტუხელს, იგი ნამდვილი პროფესიონალია. მესმის მისი. პსჟ-ში 1.5 მილიარდია ჩადებული და ამ ინვესტიციას გამართლება უნდა, რაც არ გამოსდით. არ გამოუვიდა კარლო ანჩელოტის, არ გამოუვიდა უნაი ემერის და ჯერჯერობით არც ტუხელს გამოსდის, თუმცა ამასთან ახლოს იყვნენ.

ამ მონოლოგის დასასრულს ვილაშ ბოაშმა მაინც არ უსურვა პარიზელებსა და მის მთავარ მწვრთნელს ჩემპიონთა ლიგის მოგება და რომც ნდომოდა, “მარსელის” ფანების მოსალოდნელი რისხვის გამო, ვერ იტყოდა.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო