11 X 11
სპორტული პორტალი

ბარსელონა დეპაის ამ დღეებში შეიძენს

0

“ლიონის” თავდამსხმელი მემფის დეპაი კარიერას “ბარსელონაში” გააგრძელებს, – იტყობინება ნიდერლანდული “ტელეგრაფი”.

გამოცემის მტკიცებით, “ბარსა” 26 წლის დეპაის მწვრთნელ რონალდ კუმანის თხოვნით ამ კვირის ბოლომდე შეიძენს და “კამპ ნოუზე” პრეზედნტაციასაც მოუწყობს.

დეპაის “ლიონთან” კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი სატრანსფერო ფასი 44 მილიონი ევროა.

2019-20 წლების სეზონში დეპაიმ ყველა ტურნირზე 22 მატჩში 15 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო ამ სეზონში 1 შეხვედრაში ჰეთ-თრიკი შეასრულა.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო