11 X 11
სპორტული პორტალი

გარეთ ბეილი მანჩესტერში გადასასვლელად მზადაა

0

როგორც იქნა, უელსელმა ლეგიონერმა გარეთ ბეილმა “რეალის” დატოვება გადაწყვიტა, – ამტკიცებს “სანი”.

მანკუნიანურმა კლუბმა ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერი ვერ გაჩარხა და ახლა უნდა ბეილი ინათხოვროს.

გარეთს კი სურს “იუნაიტედში” გადასვლა, თუმცა ძალიან დიდ გასამრჯელოს ითხოვს – წელიწადში 15 მილიონ ევროს. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ბლანკოსი” ბეილის თავიდან მოშორების შემთხვევაში, მას ახალ კლუბში ანაზღაურების ნახევარს გადაუხდის.

თუ პრემიერლიგაში ვერ დაბრუნდა, ბეილი არც მაგაზე დარდით არ მოიკლავს თავს, რადგან უქმად ყოფნაში “სამეფო კლუბში” კვირაში 600 ათას ფუნტს იღებს.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო