11 X 11
სპორტული პორტალი

ჰამბურგის ფეხბურთელმა მაყურებელს დააყარა

0 8

გერმანიის თასის პირველი ეტაპის მატჩში დერზდენში, იქაურმა “დინამომ” “ჰამბურგს” 4:1 მოუგო. მატჩის დასრულებისთანავე, სანამ ფეხბურთელები გასახდელში შევიდოდნენ, ტრიბუნიდან, სადაც მხოლოდ ფეხბურთელები, ჟურნალისტები და ოფიციალური პირები ისხდნენ, ვიღაცამ უხამსად შეიგინა სტუმართა გუნდის მიმართ, რამაც წყობილებიდან გამოიყვანა “ჰამბურგის” მცველი ტონი ლაისტნერი, რომელმაც კარგად დაინახა მაგინებელი, მივარდა და სკამებს შორის ჩააგდო. მეტსაც უზამდა, ალბათ წიხლითაც შესდგებოდა, მაგრამ საქმეში იქ მყოფნი ჩაერიენ და ლაისტნერს ამის საშუალება აღარ მისცეს.

უეჭველია, რომ ლაისტნერის ამგვარი საქციელი ურეაგირებოდ არ დარჩება და რამდენიმემატჩიანი დისკვალიფიკაცია ფულადი ჯარიმითურთ თუ აკმარეს, მადლობელი უნდა დარჩეს.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო