11 X 11
სპორტული პორტალი

ჰემილტონის გულწრფელი აღიარება

0 11

მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონი ფორმულა1-ში ლუის ჰემილტონი  ძალიან ახლოსაა გაიმეოროს ლეგენდარული გერმანელი მრბოლელის მიხაელ შუმახერის რეკორდი და კარიერის მანძილზე 91-ე გრან-პრი მოიგოს. ინგლისელს უკვე 90 ეტაპი აქვს მოგებული და დიდი ალბათობით მომავალ რბოლაში თავის მონაგარს გაზრდის.

“ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ შევძლებდი მიხაელ შუმახერის ფენომენალური შედეგის გამეორებას, მაგრამ მასთან სიახლოვე კიდევ უფრო მეტი ჟინით განმაწყობს გამარჯვებისაკენ. მადლობის მეტი არაფერი მეთქმის ჩემი დიდებული გუნდის მიმართ, მყავს უმშვენიერესი და უძლიერესი ბოლიდი, რომელსაც შეუძლია საოცარი სისწრაფე განავითაროს და ამასთან ერთად არის ძალიან საიმედო, როგორც ტექნიკური, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით. მე კი ისღა დამრჩენია თავდაუზოგავად ვიმუშაო და “მერსედესს” წარმატებები მოვუტანო”, – განაცხადა ჰემილტონმა, რომელიც მიმდინარე სეზონსაც დიდი უპირატესობით ლიდერობს და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, მეშვიდედ გახდება მსოფლიოს ჩემპიონი.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო