11 X 11
სპორტული პორტალი

იუვენტუსი ჯეკოს 7 მილიონს ჰპირდება

0 8

 

 

 

რეალური ხდება „რომადან“ 34 წლის ბოსნიელი თავდამსხმელის ედინ ჯეკოს „იუვენტუსში“ გადასვლა. ტურინელებს პრიორიტეტულად „ბარსელონადან“ ლუის სუარესის გადაყვანა მიაჩნდათ, მაგრამ კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა ურუგვაელს ასე იოლად არ უშვებს, კონტრაქტის გაწყვეტა ფეხბურთელის პირობებით არ უნდათ და შეიძლება სუარესს „ბარსაში“ დარჩენა და მთელი სეზონიც კი სათადარიგოთა სკამის ხეხვა მოუწიოს.

ამიტომ ბიანკონერიში დატრიალდნენ და ჯეკოს წელიწადში 7 მილიონი ევრო შესთავაზეს ბონუსების გარეშე და თუ დაითანხმეს, მაშინ ჯალოროსელ კოლეგებთან სატრანსფერო ფასზე დაიწყებენ ვაჭრობას. ჯეკოს სავარაუდო ფასი 10 მილიონი ევროს ფარგლებშია.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო