11 X 11
სპორტული პორტალი

კავანი უნდათ, ფულის გადახდა უჭირთ

0
თავისუფალ აგენტად მყოფი ედინსონ კავანის დამატება ბარეორ გუნდს კი უნდა, მაგრამ ორი რამ აბრკოლებთ. პირველი ურუგვაელი თავდამსხმელის ასაკია. რაც არ უნდა იყოს 33 წელი მცირე არ არის, მაგრამ მეორე უფრო აფრთხობთ. ეს ფეხბურთელის სახელფასო მადაა. “ელ მატადორი” სეზონში 9 მილიონ ევროს ითხოვს. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ყველა სატრანსფერო პერიოდის ბოლო დღეებს ელოდება, როდესაც უგუნდოდ დარჩენის შიშით კავანი მადას შეიმცირებს და ნაკლებ ჯამაგირს დაყაბულდება. სანამ ამ ამბავს გატყობინებდით, მოვიდა ინფორმაცია, რომ კავანის “ინტერიდანაც” დაუკავშირდნენ.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო