11 X 11
სპორტული პორტალი

ლაუტარო ინტერში რჩება

0

გუშინ დიდი ჟიოტაჟი ატყდა იმის გამო, რომ თითქოს 23 წლის არგენტინელი თავდამსხმელი ლაუტარო მარტინესი “ინტერიდან” მადრიდის “რეალში” გადავიდა. შემდეგ ეს ინფორმაცია უარყოფილ იქნა, თუმცა რაღაც ეჭვები მაინც რჩებოდა.

გვიან საღამოს კი ფეხბურთელის პირადი აგენტი ბეტო იაკე ე.წ. თავაზიანობის ვიზიტით ნერიაძურის ოფისს ეწვია და იქიდან გამოსულმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი კლიენტი არსად გადასვლას არ აპირებს, მილანურ გუნდში რჩება და კლუბის ხელმძღვანელობასთან კონტრაქტის გაუმჯობესების მოლაპარაკების გამართვის თაობაზე შეთანხმდნენ.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო