11 X 11
სპორტული პორტალი

ლუკასს ფული რად უნდა?..

0

ლუკას ვასკესი თავად ფული ნამდვილად არ არის, მაგრამ საფეხბურთო ამბიცია კი აქვს მოჭარბებულად და სპორტული სახელ-დიდება ნამდვილად ურჩევნია ფულს, რომლის ნაკლებობას, სიმართლე ითქვას, ისედაც არ უჩივის, მაგრამ მაინც გასაკვირი გახლდათ, როცა გუშინ მან უარით გაისტუმრა ერთი კატარული გუნდი, რომელიც იმაზე ორნახევარჯერ მეტ ხელფასს აძლევდა, ვიდრე მადრიდის “რეალში” იღებს, სადაც მთავარმა მწვრთნელმა გასულ სეზონში სულ 18, ისიც არასრულ მატჩში ათამაშა და საერთოდაც, ზინედინ ზიდანს უნდა გუნდიდან გაუშვას.

როგორც 28 წლის ნახევარმცველმა გამოაცხადა, ის არათუ კონტრაქტის ბოლომდე (2021 წლის ზაფხული) აპირებს სამეფო კლუბში დარჩენას, არამედ შეეცდება ზიზუ თავის საჭიროობაში დაარწმუნოს და კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო