11 X 11
სპორტული პორტალი

მბაპეს ლივერპულიც უდარაჯებს

0

მას შემდეგ, რაც კილიან მბაპემ პსჟ-ს ხელმძღვანელებს აცნობა, რომ მომავალი წლის ზაფხულში სხვა გუნდში აპირებს გადასვლას, მისი ხელში ჩაგდება ყველა ბობოლა კლუბს მოუნდა. აქამდე ვიცოდით, რომ მას მადრიდის “რეალი” ეკურკურებოდა, შემდეგ ასპარეზზე “მანჩესტერ სიტი” გამოვიდა, ახლა კი “ელ მუნდო დეპორტივო” წერს, რომ მისი ხელში ჩაგდება “ლივერპულმაც” გადაწყვიტა და მერსისაიდელები საამისოდ მზად არიან ფირმინო ან მანე გაყიდონ.

ბოლოს იმას შეგახსენებთ, რომ მბაპეს პარიზელებთან ხლშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და უფრო ისაა მოსალოდნელი, რომ 2021 წლის ივლისში პსჟ მას ახალ, მეტად გაუმჯობესებულ კონტრაქტს შესთავაზებს.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო