11 X 11
სპორტული პორტალი

მერსონი ლივერპულს აფრთხილებს

0 6

ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელი,  ახლო წარსულში “არსენალში” თავგამოჩენილი პოლ მერსონი “ლივერპულის” თავკაცობას აფრთხილებს და “ლიდსთან” მოგებულმა (4:3) მატჩმა თავის სიმართლეში თურმე კიდევ უფრო დაარწმუნა, რომ ამ სატრანსფერო პერიოდში ერთი ან ორი ძლიერი ფეხბურთელი აუცილებლად უნდა დაიმატონ.

მერსონს მიაჩნია და შეიძლება სამართლიანადაც, რომ მერსისაიდელებს არ აქვთ გრძელი სათადარიგოთა სკამი, გუნდში მინიმუმ 6 ფეხბურთელი შეუცვლელია და მათ ფაქტობრივად ტრავმის მიღების უფლება არ აქვთ, მაშინ როდესაც მათ მტავარ კონკურენტს “მანჩესტერ სიტის” ამის ფუფუნება გააჩნია.

მერსონი შიშობს, რომ დაწყებულ გრძელ სეზონს ზოგიერთი ფეხბურთელი მთელი დატვირთვით ვერ ითამაშებს და არ გაუკვირდება თუ პრემიერლიგის ახლანდელი ჩემპიონი მეოთხე ადგილამდე დაქვეითდეს.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო