11 X 11
სპორტული პორტალი

სუარესს შეიძლება ერთი წელი გაუცდეს

0

თავდამსხმელი ლუის სუარესი “იუვენტუსს” კონტრაქტზე უკვე შეუთანხმდა, მაგრამ “ბარსელონადან” კომპენსაციის გარეშე ცოცხალი თავით არ მიდის.

ურუგვაელს კატალონიურ კლუბთან ხელშეკრულება გაისად უმთავრდება, წელიწადში 25 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და მზადაა კონტრაქტი 15 მილიონის სანაცვლოდ გაწყვიტოს.

თუმცა, “ბარსას” პრეზიდენტი ჟოზეპ ბარტომეუ სუარესისთვის თანხის გადახდას არ აპირებს და თუ მხარეები ვერ შეთანხმდნენ, მას ერთი წელი უქმობა მოუწევს.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო