11 X 11
სპორტული პორტალი

ალაბასთვის ბაიერნი ოჯახია და იქ მომხდარი უსიამოვნება გარეთ არ უნდა გავიდეს

0
მიუნხენის “ბაიერნის” ავსტრიელი მცველის დავიდ ალაბას პირადი აგენტი პინი ზაჰავი “რეკორდმაისტერის” შეფებთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მძიმე მოლაპარაკებას აწარმოებს. სიმძიმეს კი ის განაპირობებს, რომ აგენტი თავისი კლიენტისთვის 5-წლიან კონტრაქტს, წლიური 25 მილიონევროიანი ანაზღაურებით ითხოვს, რასაც, სულაც არაა გასაკვირი, რომ ხელმომჭირნე გერმანელები არ დაეთანხმებიან. სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ ბავარიელთა პრეზიდენტმა ული ჰიონესმა, რომლის ენამწარეობა საყოველთაოდაა ცნობილი, ზაჰავის “გაუმაძღარი პირანიაც” კი უწოდა, თორემ დავიდი მშვენიერი და ზრდილი ყმაწვილიაო. ეს სიტუაცია ძალიან არ მოსწონს თავად ფეხბურთელს, რომელმაც წყენით აღნიშნა, რომ “ბაიერნი” მისთვის უბრალოდ კლუბი კი არაა, მეორე ოჯახია. ოჯახში კი უსიამოვნებაც ხდება, მაგრამ არ არის საჭირო მისი საჯაროდ გამოტანა და იქვე იმედი გამოთქვა, რომ მხარეები აუცილებლად მორიგდებიან.
სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო