11 X 11
სპორტული პორტალი

ალკანტარა ჰაერშია გამოკიდებული, მაგრამ არ ნაღვლობს

0

მიუნხენის “ბაიერნი” მზადაა 29 წლის ესპანელი შემტევი ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა 30 მილიონ ევროდ დაუთმოს მის მსურველ “მანჩესტერს”, მაგრამ ცოტას რომ დაუკლებენ, ესეც მოსალოდნელია. მიუხედავად ამისა, მანკუნიანელები ბავარიელებს აცდევინებენ, რადგან ჯერ ჯორჯონიო ვეინალდუმის “ბარსელონაში” ტრანსფერი უნდა გაჩარხონ და მხოლოდ მაშინ გახდება საშური ალკანტარას საჭიროება. აი, “ბარსელონა” კი ფინანსურ კრიზისშია და მისი პრეზიდენტი ბარტომეუ მთავარ მწვრთნელს რონალდ კუმანს სურვილებს ვერ უსრულებს. აი, ასეა ალკანტარას საქმე, რომელიც თუ მიუნხენში დარჩება, უკმაყოფილო სულაც არ იქნება.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო