ბელორუსის ნაკრების ორ ფეხბურთელს კორონა შეეყარა
სანაკრებო მატჩებიდან დაბრუნებულ „ბატეს“ ორ ფეხბურთელს სტანისლავ დრაგუნს და იგორ სტასევიჩს კორონავირუსი დაუდასტურდათ. მათი დაავადება საშუალო სიმძიმის სიმპტომატიკით მიმდინარეობს და მინიმუმ სამი კვირა, ალბათ, თამაშს ვერ შეძლებენ. რა შეხსენება გინდათ, რომ ევროპა ლიგის ნახევარფინალში ბელორუსებს თბილისში 8 ოქტომბერს ვხვდებით.