დავითაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა – როტორს ტექნიკური წაგება ჩაუთვალეს
რუსული პრესის ცნობით, “როტორის” 9 ფეხბურთელი და მათ შორის ზურიკო დავითაშვილი, ბექა მიქელთაძე და ნიკოლაი ყიფიანი კორონავირუსით არიან დაინფიცირებულები. ამის გამო “კრასნოდართან” მატჩი არ გაიმართა და ვოლგოგრადულ გუნდს 0:3 ტექნიკური წაგება ჩაუთვალეს.
მორიგ ტურში “როტორი” სტუმრად “როსტოვს” უნდა შეხვდეს და შეიძლება ეს მატჩის არ ჩატარდეს.