11 X 11
სპორტული პორტალი

კლოპი მედიელებმა გააღიზიანეს

0

“ლივერპულის”53 წლის გერმანელი მწვრთნელი იურგენ კლოპი ცოტა არ იყოს გააღიზიანა ჟურნალისტების მუდმივმა შეკითხვებმა იმის თაობაზე თუ რას აპირებს მომავალში და გადაწყვიტა ისეთი პასუხი გაეცა, რომ მსგავსით აღარ მიემართათ. “მიკვირს ამას რომ მეკითხებიან. ვერ გავიგე რას ამომიჩემეს, აგერ გვარდიოლას კონტრაქტი უთავდება და ამ კითხვას არასოდეს უსვამენ. “ლივერპულთან” ხელშეკრულებით კიდევ ოთხი წელი უნდა ვიმუშაო. ეს ფეხბურთში მთელი საუკუნეა და რა ვიცი რა მოხდება. ის კი დანამდვილებით ვიცი, რომ როდესაც აქედან წავალ, ეგრევე სხვა კლუბს არ ჩავიბარებ, ერტი წელიწადი აუცილებლად დავისვენებ და დანარჩენზე მერე ვიფიქრებ”, – ბრძანა ჰერ იურგენმა.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო