11 X 11
სპორტული პორტალი

მესის დუბლი და სასწაული პასი ჟირონასთან [VIDEO]

0

“ბარსელონამ” მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. “ხიმნასტიკის” შემდეგ მისი მეტოქე “ჟირონა” გახლდათ. არ არის გასაკვირი, რომ კატალონურმა გრანდმა იოლად მოიგო – 3:1.

ანგარიში 21-ე წუთზე ფელიპე კოუტინიომ გახსნა, რასაც ტაიმის ბოლო წუთზე ლეო მესის გოლი დაემატა. თამაში ერთი წუთის განახლებულიც არ იყო, რომ ჟირონელებმა ანგარიშში სხვაობა შეამცირეს, მაგრამ ისევ მესიმ იმარჯვა და ხუთიოდე წუთში მესამე გოლი გაუტანა სტუმრებს. აღსანიშნავია,რომ გუნდის მწვრთნელებმა ფაქტობრივად ორ-ორი შემადგენლობა ათამაშეს.

გოლები: 1:0 კოუტინიო (21), 2:0 მესი (45), 2:1 საისი (46), 3:1 მესი (51)
ბარსელონა: ნეტო, სერხი რობერტო (სემედო 63), ალბა (ფირპო 63), არაუხო, პიკე (ლანგლე 63), ბუსკეტსი (ალენია 63), კოუტინიო (კონრადი 63), დე იონგი (პუჩი 63), ტრინკაუ (პედრი 63), გრიზმანი (ბრეიზუეითი 64), მესი (დემბელე (63)
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო