11 X 11
სპორტული პორტალი

საფრანგეთში ყველაზე ბებერი

0

 

 

 

გუშინ, საფრანგეთის ჩემპიონატის პირველი ტურის გადადებულ მატჩში „მონპელიემ“ „ლიონი“ ისტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 მოუგო. ეს შეხვედრა იმით აღმოჩნდა ღირსშესანიშნავი, რომ მასპინძელთა გუნდში იასპარეზა 43 წლის ბრაზილიელმა მცველმა ვიტორინუ ილტონმა, რომელიც ფრანგულ ლიგაში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გამოდგა 1956 წლის შემდეგ, როდესაც „ტრუას“ რიგებში 44 წლის როჟე კურტუამ ითამაშა.

ეს შეხვედრა რეკორდსმენისათვის არც ისე იღბლიანი გამოდგა, რადგან მატჩის 81-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათის მიღების გამო მოედნიდან გააძევეს. ილტონს, რომელიც ძირითადი შემადგენლობის წევრია და გასულ სეზონში სულ 33 მატჩი ჩაატარა, აქვს იმის რეალური შანსი, რომ ზუსტად გაის ამ დროს როჟე კურტუას რეკორდი დაამხოს.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო