11 X 11
სპორტული პორტალი

voetbalprimeur: გენტმა ჩაკვეტაძის გამო დიდი სანთელი უნდა დაანთოს

0 10

ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე “რაპიდთან” მოგებულ მატჩში “გენტის” ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძის მდგომარეობაზე ინფორმაცია ბელგიურმა პრესამ გაავრცელა:

“ჯონათან დავიდის წასვლის შემდეგ ჩაკვეტაძემ შანსი მიიღო. ქართველმა კანადელი უნდა დაგვავიწყებინოს. ის “რაპიდთან” დიადი ჩემპიონი იყო და პენალტი მოიპოვა.

თუმცა, დაშავდა და ისევ გვაჩვენა, რომ შუშის ადამიანია. მოედნიდან სამედიცინო პერსონალის დახმარების გარეშე ვერ გავიდა. იმის გათვალისწინებით, რომ კიევის “დინამოს” ვხვდებით, “გენტმა” იმისათვის, რათა უკრაინელებთან მწყობრში მყოფი ჩაკვეტაძე ვიხილოთ, დიდი სანთელი უნდა დაანთოს”.

კომენტარი “გენტის” მწვრთნელმა ვიმ დე დეკერმა გააკეთა:

“მეგონა, ტრავმა სერიოზული იყო, მაგრამ მატჩის შემდეგ ის ნორმალურად გამოიყურებოდა. გიორგი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება”.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო