11 X 11
სპორტული პორტალი

“ან შეყვარებული შეიცვალე, ან სპორტი,” – ოსაკას კრიტიკა არ დაკლებია

0 33

ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებული, ნაომი ოსაკა გულშემატკივარებმა გააკრიტიკეს. ცხადია, მას ჩოგბურთის თამაშს არავინ უწუნებს, შემტევი სტილი აქვს და 22 წლის ასაკშიც 3 სლემიც მოიგო, მაგრამ მისი შეყვარებული, რეპერი კორდე, მოზომილად რომ ვთქვათ, შეუფერებლად იქცევა.

 

 

საქმე იმაშია, რომ ამერიკელმა მომღერალმა, ოსაკასთან ერთად თასით ფოტოსესიის დროს, თანაც მაშინ, როდესაც იაპონელს კობი ბრაიანტის მაისური ეცვა, კამერებს შუა თითი უჩვენა. ამან ქომაგების გაანაწყენა და ნაოიმის შეყვარებულის შეცვლა ურჩიეს. გულშემატკივრების ნაწილი უფრო შორსაც წავიდა და იონექსს (ჩოგბურთის, გოლფის და ბადმინტნის მსოფლიოში ერთიერთი წამყვანი მწარმოებელი) ოსაკასთან თანამშრომლობის გაწყვეტა ურჩია.

ჩოგბურთი კონსერვატიული სპორტია. როგორც ჩანს, რეპერ კორდეს ამაზე წარმოდგენაც არ აქვს.

 

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო