ბენგ! ბენგ! – ტიაგოს ლივერპულში ტრანსფერი გადაწყდა!
ტიაგო ალკანტარა ზემბერ შტრასზე (ბაიერნის საწვრთნელი ცენტრი) გამოჩნდა და კითხვებიც დაიბადა, ნუთუ ესპანელი რეკორდმაისტერში რჩება? ლივერპულს ფინანსური პოლიტიკა აქვს, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელს იმაზე ძვირად არ ყიდულობს, ვიდრე გამოიმუშავა. პანდემიისა და ლიგიდან გამოვარდნის გამო, მერსისაიდელებს, სუფთა მოგების სახით, მხოლოდ 10 მილიონი ევრო დარჩათ, ტიაგოში კი ბაიერნი 30 მილიონ ევროს ითხოვს, მეტის იმიტომ არა, რომ ესპანელს კონტრაქტი მხოლოდ ერთი სეზონიღა დარჩა და შემდეგ წელს უფასოდ წასვლა შეუძლია. ლივერპულელებმა მიუნხენელების მოთხოვნა დააკმაყოფილეს..
იურგენ კლოპის გუნდს ალკანატარა აუცილებლად გააძლიერებს.