11 X 11
სპორტული პორტალი

“მოედნის საფარი დაბალი ხარისხისაა,” – მოსკოვის დინამოს მწვრთნელი უკმაყოფილოა

0

დინამო მოსკოვის მთავარმა მწვრთნელმა, კირილ ნოვიკოვმა ლოკომოტივთან გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელიც ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის ეგიდით, თბილისში, მიხეილ მესხი 2-ზე შედგება

“ეს სწორედ ისეთი სტადიონია, მაყურებლების გარეშე რომ უნდა ითამაშო. სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია ასეთი მინდვრის საფარი არ მინახავს. ალბათ, ასეთი საფარზე მხოლოდ შორეულ წარსულში თამაშობდნენ. სიმართლე გითხრათ, უფრო გაკვირვებული მინდვრის დაბალი ხარისხით დავრჩი. მიუხედავად ამისა, გუნდები თანაბარ პირობებში არიან და, იმედი მაქვს, მოედანი მათ კარგი ფეხბურთის ჩვენებაში ხელს არ შეუშლის,” – თქვა ნოვიკოვმა.

შეგახსენებთ, შეხვედრა 17 სექტემბერს, 21 საათზე გაიმართება.

 

სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო