11 X 11
სპორტული პორტალი

რატომ ყოველთვის ბალო?

0 19

საფეხბურთო სამყაროში ბალოტელიზე გადაფასებული ფორვარდს ძნელად თუ შეხვდებით. უკვე რამდენი წელია მოედანზე სასარგებლო არაფერი გაუკეთებია, თუმცა ყურადღების ცენტრშია და აგენტიც ვარსკვლავური – მინო რაიოლა – ჰყავს. აგერ, 29 წლის მსოფლიო ჩემპიონმა, ანდრე შურლემ კარიერა დაასრულა. ალბათ, ბალოს უფრო დიდი ფეხბურთი არ უთამაშია, თუმცა გერმანელის კარიერის დასრულებამ უჩუმრად ჩაიარა.

მინო რაიოლამ ბალოტელის მომავალზე ისაუბრა და თქვა, რომ ის იტალიაში უნდა დარჩეს, როგორც დიდ იტალიელ ფორვარდს შეეფერება

“მარიო ჩიხში არასდროს მოექცევა, მას გამოსავალი ყოველთვის აქვს, რადგან ერთერთი უდიდესი იტალიელი ფორვარდია

მასზე არ ვდარდობ. ევროპაში დარჩება,” – თქვა რაიოლამ.

ბალოტელის ბრეშასთან კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს, მაგრამ რაც გუნდი სერია ა-დან გავარდა, საუბარი იყო, რომ თანამშრომლობა ნაადრევად დასრულებულიყო.

ბალოს კონფლიქტები ბრეშაშიც არ აკლია, მან გუნდის ლიდერებთან ჩხუბი უკვე მოასწრო…

 

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო