არცა ლეო და არცა კრიშტი
უეფამ გვამცნო იმათ შესახებ ვინც შეიძლება 2019/20 წლების ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელები გახდნენ ამპლუების მიხედვით. საყურადღებოა, რომ ნომინანტთა შორის არც ლეო მესია და არც კრიშტიანო რონალდო.
მეკარეები: კეილორ ნავასი (პსჟ); მანუელ ნოიერი (ბაიერნი); იან ობლაკი (ატლეტიკო);
მცველები: დავიდ ალაბა, ალფონსო დევისი, იოსუა კიმიხი (სამივე ბაიერნი);
ნახევარმცველები: კევინ დე ბრიუნე (მანჩესტერ სიტი), ტომას მიულერი, ტიაგო ალკანტარა (ორივე ბაიერნი);
თავდამსხმელები: კილიან მბაპე, ნეიმარი (ორივე პსჟ), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი).
კულუარული ინფორმაციით, საუკეთესოდ რობერტ ლევანდოვსკის დაასახელებენ.