11 X 11
სპორტული პორტალი

ბარტომეუს გადაყენებისათვის პირველი ნაბიჯი გადაიდგა

0 11

“ბარსელონას” პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბარტომეუმ აშკარად ვერ გაართვა თავი ამ დიდი კლუბის მესაჭეობას. ერთ დროს მსოფლიო საკლუბო ფეხბურთის გრანდი ძველებურად ვეღარ ვარგობს. სპორტული მხარის ჩავარდნას უმძიმესი ფინანსური კრიზისიც დაემატა და ისიც, რომ ესპანური პროკურატურა ბარტომეუს სავარაუდოდ კორუფციულ გარიგებებს იძიებს. ამ ყველაფრის გვირგვინი კი ის გახლდათ, გუნდის სიამაყემ ლიონელ მესიმ სხვაგან გადასვლა რომ დააპირა და მართალია არ გაუშვეს, მაგრამ თუ ბარტომეუ პოსტზე დარჩა, მომავალ ზაფხულს ლეო ბლაუგრანაში ნამდვილად აღარ იქნება.

ამ ყველაფრით გაღიზიანებულმა კატალონიელმა (და არა მარტო) გულშემატკივრებმა, იხელმძღვანელეს რა “ბარსელონას” კლუბის წესდებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა წამოიწყეს და ამ საკითხის რეფერენდუმზე გატანისათვის სჭიროზე მეტი 18 000 ხელმოწერა უკვე შეაგროვეს. ხელმოწერები უკვე კლუბის ოფისშია, რამდენიმე დღეში მათი ნამდვილობის გადამოწმება მოხდება და დაინიშნება რეფერენდუმი კლუბის პრეზიდენტისათვის უნდობლობის გამოცხადების თაობაზე.

იმ შემთხვევაში თუ რეფერენდუმის მონაწილეთა ორი მესამედი (ამათგან 10% ე. წ. სოსიო  ანუ კლუბის ოფიციალური წევრი უნდა იყოს) უნდობლობას დაუჭერს მხარს, კლუბის დირექტორატის წევრები ავტომატურად იხსნიან უფლებამოსილებას და ახალი არჩევნები ინიშნება.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო