ინგლისურმა მედიასაშუალებებმა გადაჭრით გამოაცხადეს, რომ მადრიდის “რეალმა” და “ტოტენჰემმა” მიაღწიეს შეთანხმებას და უელსელი გარემარბი გარეტ ბეილი არენდით “დეზებში” ითამაშებს და ისიც დაამატეს, რომ პარასკევისთვის კონტრაქტი ოფიციალურად გაფორმდება. თუმცა, გარიგების ვადა და ფინანსური პირობები ჯერ არ იციან, მაგრამ ხვალ, ალბათ, ესეც გვეცოდინება.