11 X 11
სპორტული პორტალი

რექსემში დინამო ჯერ ვერ იგებს

0 8

 

უელსში დასრულდა იქაური „ქონასისა“ და „დინამო“ თბილისის ევროპა ლიგის  საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის პირველი ტაიმი, რომლის პირველი 20 წუთი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, თუმცა ბურთს თითქმის სულ ჩვენები ფლობდნენ, მაგრამ მეტოქის კართან სიტუაციას ვერ ამწვავებდნენ.

პირველი სახიფათო მომენტი 24-ე წუთზე საჯარიმოს გარედან ქარდავას გასროლას მოჰყვა, რომელიც ხარიხამ უკუაგდო. 10 წუთის შემდეგ ძარიას საგოლედ დარტყმა მცველმა არ დაანება. ამას მოყოლილი კუთხურის შემდეგ კი ქავთარაძემ ვერ მოარტყა კარში. ასეთ თამაშში ტაიმი თითქოს უგოლოდ უნდა დასრულებულიყო, ასეც მოხდა, მაგრამ ეს “დინამოს” მეკარის დამსახურებაა, რომელმაც 45-ე წუთზე სასწაულებრივ აიღო მაკრატელათი მის კარში გაგზავნილი ბურთი.

იმედია, მეორე ნახევარში თბილისელები მოუმატებენ და მოიგებენ.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო