11 X 11
სპორტული პორტალი

გიორგი შერმადინი ჩემპიონთა ლიგის მეოთხდედფინალში ითამაშებს

0 10

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგა პანდემიის გამო მარტში შეწყდა და მხოლოდ ახლა განახლდა. მერვედფინალის მესამე მატჩში გიორგი შერმადინის “ტენერიფემ” 62:54 მოუგო ბელგიის “ოსტენდეს”.

“ტენერიფემ” სერიაში 2:1 იმარჯვა და რვათა ფინალში გავიდა, რომელიც ათენში გაიმართება.

შერმადინმა 23:23 წუთში 9 ქულა (7-დან 2 ორქულიანი, 6-დან 5 საჯარიმო), 10 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 12-ს გაუტოლდა.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო