11 X 11
სპორტული პორტალი

მარსელის მაღაზიაში ფეხსაცმელს ნეიმარის მაისურზე იწმენდენ

0

“მარსელის” გულშემატკივრები ვერ იტანენ პსჟ-ს. “ბაიერნთან” ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ ქალაქში პარიზული გუნდის მაისურის ჩაცმა ყველას აუკრძალეს. ლიგა 1-ის მესამე ტურში “პარი სენ ჟერმენის” სტუმრად 1:0 დამარცხების შემდეგ კი “მარსელის” თავიანთ ფეხბურთელებს ისე დახვდნენ, როგორც ეროვნულ გმირებს.

იმ შეხვედრის 97-ე წუთზე ჩხუბის გამო მსაჯმა 5 ფეხბურთელი გააძევა.

“მარსელის” საკლუბო მაღაზიის კარებში კი პსჟ-ის თავდამსხმელ ნეიმარის მაისური დადეს და ყველა შემსვლელი ფეხსაცმელს იწმენდს.

სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო