მარსელური დაკა-დაკას მონაწილენი დასაჯეს
საფრანგეთის ჩემპიონატის მესამე ტურის “მარსელი”-პსჟ-ს (1:0) მატჩისას მომხდარი ჯგუფური ჩხუბისათვის სადისციპლინო კომიტეტმა პარიზული კლუბის მცველს ლეივინ კურზავას 6-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა, ხოლო მის თანაგუნდელებს, ნეიმარსა და ლეანდრო პარედესს 2-მტჩიანები აკმარეს და თითოც პირობითი დაუმატეს.
შედარებით იოლად გამოძვრნენ მარსელელები. მცველ ჟორდან ამავი 3 მატჩს ვერ ითამაშებს, ხოლო თავდამსხმელს დარიო ბენედეტოს ერთს გამოტოვებს.
ცალკე გამოიყო და დაიწყო გამოძიება ამავე მატჩში ნეიმარსა და ალვარო გონსალესს შორის მომხდარ ინციდენტზე. ბრაზილიელი ესპანელს რასისტული შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს.