11 X 11
სპორტული პორტალი

მოსკოვის დინამოს მწვრთნელი ლოკოსთან მარცხის შემდეგ

0
მოსკოვის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა კირილ ნოვიკოვმა თბილისის “ლოკომოტივთან” განცდილი უმწარესი მარცხის (1:2)  შემდეგ ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს უხალისოდ, მაგრამ დელიკატურად მაინც უპასუხა. “თამაში მთლიანად ჩვენი კარნახით  მიმდინარეობდა, მეტოქე სწრაფ კონტრშეტევებს  ცდილობდა. ჩვენ უამრავი ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოვიყენეთ და საბოლოოდ დავმარცხდით. “ლოკომოტივი კარგი გუნდია “,  ტექნიკური, თანაც მებრძოლი კოლექტივია. ვერ ვიტყვი, რომ სათანადოდ არ დავაფასეთ მეტოქე, პირიქით. თბილისში მოსაგებად ჩამოვედით, ჩვენი თამაში კი ვითამაშეთ, მაგრამ არ გაგვიმართლა, თუმცა ეს ვერაფერი შეღავათია,“ – დასძინა  ნოვიკოვმა. ბარემ გეტყვით, რომ მოსკოველთა თავკაცმა საპრესკონფერენციო დარბაზის დატოვებამდე თბილისის “ლოკომოტივს” მომავალი წარმატებები უსურვა.      
სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო